ვუპი გოლდბერგი სამეფო ოჯახისგან მონობის ისტორიაში მონაწილეობის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს

ვუპი გოლდბერგი სამეფო ოჯახისგან მონობის ისტორიაში მონაწილეობის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი, ვუპი გოლდბერგი, უინძორების სამეფო ოჯახისგან მონებით ვაჭრობაში ბრიტანეთის იმპერიის მონაწილეობის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"არ შეიძლება, უგულებელვყოთ ფაქტი, რომ ბრიტანეთს ინდოეთის ბედი წლების განმავლობაში საერთოდ არ ადარდებდა", — განაცხადა 66 წლის გოლდბერგმა საკუთარ გადაცემაში, — "როცა იმაზე ვსაუბრობთ, რა უნდა გაკეთდეს, ნურც იმ ადამიანებს დავივიწყებთ, ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი".

ტელეწამყვანის ამ განცხადებებს პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის იამაიკაში ვიზიტი უძღოდა წინ. კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს დემონსტრანტებიც დახვდნენ, რომლებიც კოლონიალიზმით მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პრინცმა უილიამმა მონობა დაგმო — განაცხადა, რომ ეს "საშინელება" იყო, რომელიც "არასდროს უნდა მომხდარიყო". თუმცა, მონობის ისტორიის გამო, სამეფო ოჯახის წევრებს მობოდიშება არა მხოლოდ იამაიკაზე, ბელიზსა და ბაჰამის კუნძულებზეც მოსთხოვეს.

"ეს სიახლე არაა", — აღნიშნა გოლდბერგმა გადაცემაში, — "ეჭვად მაქვს, ჩარლზსაც მშვენივრად მოეხსენებოდა, როცა ბარბადოსში იმყოფებოდა. ასე რომ, ალბათ ვიღაც მაინც მისმენს; ეს სხვა ხალხია — არ ვიცი, ჩარლზია თუ უილიამი, მაგრამ ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს პიროვნება".

არც პრინც ჩარლზს და არც კემბრიჯის ჰერცოგს მონებით ვაჭრობაში თავიანთი წინაპრების მონაწილეობის გამო არ მოუბოდიშებიათ.

ამის ნაცვლად, პრინცმა უილიამმა 1994 წელს დედოფალი ელიზაბეთის ბელიზის პარლამენტისადმი მიმართვა გაიხსენა და მისი ციტირებით სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შემდეგ იგი ასევე შეეხო უკრაინაში არსებული ომის თემას და რუსეთის აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა.