2022 წელი ჰარი პოტერის ფანებისთვის განსაკუთრებულად დაიწყო — პირველი ფილმის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემის, Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts-ის პრემიერა შედგა. გადაცემაში მსახიობებმა ჩვენი საყვარელი სამყაროს შესახებ კადრს მიღმა ფაქტები და ისტორიები გაგვიზიარეს.
გადაცემაში დენიელ რედკლიფმა ბავშვობაში დაწერილი წერილიდან ნაწყვეტი წაიკითხა, რომელშიც ჰელენა ბონემ კარტერს მადლობას უხდიდა მასთან ერთად მუშაობისთვის და სიყვარულშიც კი გამოუტყდა:
"მიყვარხარ და ვოცნებობ, 10 წლით ადრე დავბადებულიყავი, რომ შენთან შანსი მქონოდა. ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ ასეთი მაგარი ხარ", — წაიკითხა დენიელმა.
როგორც ჩანს, ისტორია აქ არ დასრულებულა, რადგან დენიელმა აღიარა, რომ გადაცემის შემდეგ ჰელენასთან ხშირი მიმოწერა აქვს.
"სპეციალური გადაცემიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჰელენასთან მიმოწერა მქონდა. ვფიქრობ, როცა ლონდონში დავბრუნდები, ერთმანეთთან შეხვედრას ნამდვილად ვცდით", — აღიარა დენიელმა.
როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს — დენიელს ნატვრა დაახლოებით 15 წლის შემდეგ აუხდა.