ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს ცნობილი ესპანელი მხატვრის დიეგო ველასკესის “ფილიპე IV“ დაუბრუნდა.
37 წლის განმავლობაში – 1973 წლიდან ექსპერტები ნახატის აუტენტურობას ამოწმებდნენ. საბოლოოდ დადგინდა, რომ “ფილიპე IV“ ნამდვილად წარმოადგენს დიეგო ველასკესის ნახატს.
ნახატი მუზეუმში 1913 წელს ნიუ-იორკელი კოლექციონერის და მეცენატის ბენჟამენ ოლტმენის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა.
მიჩნეულია, რომ ველასკესმა ნახატი 1624 წელს დახატა. ფილიპი მაშინ 18 წლის იყო. მეფეს იმდენად მოეწონა ნახატი, რომ 40 წლის განმავლობაში ველასკესი სამეფო კარის მხატვარი იყო.