დემნა გვასალია 41 წლის გახდა: ყველაზე ექსტრაორდინალური ქართველი დიზაინერი იუბილარია

დემნა გვასალია 41 წლის გახდა: ყველაზე ექსტრაორდინალური ქართველი დიზაინერი იუბილარია

ფრანგული მოდის სახლის “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იუბილარია. დიზაინერი დღეს 41 წლის გახდა. ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური, ექსცენტრიული და არაორდინალური დიზაინერი 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა, თუმცა, სამხედო კონფლიქტის გამო ოჯახის წევრებთან ერთად მისი დატოვება მალევე მოუწია.

დემნა ჯერ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის, ხოლო შემდეგ კი ანტვერპის აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. დემნამ საქართველოში დიპლომის აღების შემდეგ მშობლებს განუცხდა, რომ დაპირებულ დიპლომს მათ აძლევდა, ამის შემდეგ კი იმის გაკეთებას აპირებდა, რაც მას მართლა სურდა.

დემნას ინტერესი დიზაინის მიმართ ბავშვობიდანვე იკვეთებოდა, ის 4 წლიდან ხატავდა, როგორც მისი ძმა გურამი იხსენებს, მაშინ, როდესაც დემნა კაბებს ჭრიდა და თოჯინებს აცმევდა, თავად სამეზობლოში შოუზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდა.

დემნა ხშირად საუბრობს ცხოვრების რთულ პერიოდზე, როდესაც 15 წლის წინ საკერავი მანქანის ფულიც კი არ ჰქონდა. მი “ყველაზე პირადი კოლექცია” როგორც თავად უწოდებს მას, მისი ოჯახის ყველაზე დიდ ტრამვას, სოხუმიდან წამოსვლას უკავშირდება. 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი თემა სწორედ ომი იყო. მან ჩვენება მთლიანად საქართველოს მიუძღვნა.