“ევროვიზია 2021”-ის გამარჯვებული იტალიური როკ-ჯგუფი Måneskin ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მუსიკალური ტურნეს ფარგლებში რუსეთში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.
ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია მათთვის მიუღებელია, ოკუპაციას რადიკალურად ემიჯნებიან და უკრაინელების გვერდით არიან.
ვარსკვლავური როკ-ჯგუფის წევრები რუსეთის ნაცვლად უკრაინაში გაემგზავრებიან და კონცერტს კიევში ჩაატარებენ.