ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაკენზი სკოტმა, კიდევ რამდენიმე მილიარდი ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს გადასცა. სკოტი დაპირებას ასრულებს, რომლის მიხედვითაც, თავისი ქონების დიდი ნაწილის დარიგებას ქველმოქმედებაში გეგმავს.
მაკენზი სკოტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია, რომელმაც 2019 წელს ბეზოსთან გაშორების შემდეგ Amazon-ის წილების მეოთხედი მიიღო. ბოლო პერიოდში სკოტმა 3,9 მილიარდი 465 არასამთავრობო ორგანიზაციას დაურიგა, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.
"ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთა უფლებების ილახება და საზოგადოებაშიც ნაკლებად არიან წარმოდგენილი", — ამბობს მაკენზი. დღეისათვის სკოტისგან ქველმოქმედებას საკმაოდ მრავალფეროვანი საქმიანობის ორგანიზაციები იღებენ. ორგანიზაციების ნაწილი განათლებაზე, ჯანდაცვაზე, უსახლკაროებსა და უკრაინელთა დახმარებაზეც ზრუნავს, მათ კი ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი ბოლო ორი წელია ფინანსურად ეხმარება.
2019 წელს სკოტმა ხელი მოაწერა დაბანდების ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს მოუწოდოს, რომ საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარონ. ხელისმოწერიდან დღემდე მაკენზი სკოტმა საკუთარი ქონებიდან ქველმოქმედებაში უკვე 12,5 მილიარდი დოლარი გაიღო.