ბრიტნი სპირსმა 22 მარტს ინსტაგრამზე რეალითი შოუების ვარსკვლავის, სკოტ დისიკის ვიდეო გადააზიარა, რომელშიც ის კიმ კარდაშიანის შეყვარებულთან, პიტ დევიდსონთან ერთად ერთობა. ვიდეოში პიტი გვაჩვენებს დივანზე მიძინებულ სკოტ დისიკსა და მის მეგობრებს, ვიდეოს აღწერაში მიწერილი აქვს: "გიჟური ღამე ბიჭებთან ერთად".
ბრიტნი სპირსმა დაწერა, რომ სიცილისგან ვეღარ სუნთქავს, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, ვინ არიან ეს ადამიანები.
ვიდეო შეუმჩნეველი არც სხვებს დარჩენიათ. ფანებმა აღნიშნებს, რომ პიტსა და სკოტს საუკეთესო ბრომანსი აქვთ (ახლო მეგობრობა ბიჭებს შორის, რომელიც რომანტიკის ნიშნებსაც შეიცავს) და ერთად კარგი სატელევიზიო შოუ გამოუვიდოდათ.