ალენ დელონმა სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა

ალენ დელონმა სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა

86 წლის ალენ დელონმა, რომელსაც 2019 წელს ინსულტი ჰქონდა და ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს, სიცოცხლის დასრულება ევთანაზიით გადაწყვიტა. ევთანაზია სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების პრაქტიკაა, რომლის დროსაც ადამიანი სიკვდილს თავისი ნებით ირჩევს.

ალენ დელონის ამ გადაწყვეტილებას მისი 57 წლის ვაჟი, ენტონი დელონი, ადასტურებს. ენტონის დედა, ნატალი დელონი, 2019 წელს პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. ნატალი დელონიც სიცოცხლის დასრულებას ევთანაზიით აპირებდა, თუმცა ეს საჭირო არ გახდა, რადგან ენტონის დედა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

RTL-თან ინტერვიუში ენტონიმ განაცხადა, რომ ალენ დელონმა ევთანაზიით სიცოცხლის დასრულების შესახებ თავისი გადაწყვეტილება ანდერძში დააზუსტა და შვილს სთხოვა, რომ ყველა საჭირო საკითხი მოეგვარებინა და ბოლომდე მასთან დარჩენილიყო. ენტონი მამის გადაწყვეტილებას დათანხმდა, თუმცა არ სურს, რომ ევთანაზია თავად აღასრულოს.

ალენ დელონმა ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა მისი პარტნიორი მირეი დარკი გარდაიცვალა, თქვა, რომ ქალის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებდა და მზად იყო, რომ სიცოცხლე დაესრულებინა. როგორც ჩანს, ალენ დელონს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ევთანაზია აირჩია.