ენ ჰეტევეი ირჩევს დევიდ კომას: ვარსკვლავი WeCrashed-ის პრემიერაზე ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

ენ ჰეტევეი ირჩევს დევიდ კომას: ვარსკვლავი WeCrashed-ის პრემიერაზე ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კოლექციებში წლების გასვლის შემდეგაც კი კონკრეტული დეტალები უცვლელი რჩება, კომფორტის ახალი ელემენტების შერწყმით და უფრო გამარტივებული მინიმალისტური სილუეტების ხაზგასმით დიზაინერი დახვეწილ და პერფექციონისტულ ნამუშევრებს გვთავაზობს.

ქართველი შემოქმედის დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი არაერთხელ მოირგეს მსოფლიო დონის ისეთმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან ლედი გაგა, ბიონსე, ჯიჯი ჰადიდი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯენიფერ ლოპეზი და სხვები.

ამჯერად ქართველი დიზაინერის სამოსით წითელ ხალიჩაზე ენ ჰეტევეი გამოჩნდა.

ვარსკვლავი WeCrashed-ის პრემიერაზე ჯარედ ლეტოსთან ერთად მივიდა.