მედია: რუსეთის კინოთეატრები ინდური, ლათინოამერიკული და სამხრეთკორეული ფილმების ჩვენებაზე გადავიდნენ

მედია: რუსეთის კინოთეატრები ინდური, ლათინოამერიკული და სამხრეთკორეული ფილმების ჩვენებაზე გადავიდნენ

რუსეთის კინოთეატრების ქსელების ნაწილმა ბილეთებზე ფასების გაყინვა გადაწყვიტა. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მაყურებლების შენარჩუნების მიზნით არის მიღებული, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჰოლივუდის მსხვილმა სტუდიებმა რუსეთში საკუთარი ფილმების ჩვენებაზე უარი განაცხადეს.

რაც შეეხება რეპერტუარს, მაყურებელს რუსეთის კინოთეატრებში შეუძლია ნახოს საბჭოური და უცხოური კინოს კლასიკური სურათები, ინდური, ლათინოამერიკული და სამხრეთკორეული ფილმები.

Disney-მ, Warner Bros.-მა და Sony-მ რუსულ კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება მარტის დასაწყისში შეაჩერეს.