ლედი გაგას მონსტრები

ლედი გაგას მონსტრები

2010 წელს ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური დისკი, ლედი გაგას ალბომი  საინტერესო სახელით – ”The Fame Monster” გახდა. უკვე ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში “The Fame Monster“-ის 5,8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომი გაყიდვაში 2009 წლის ბოლოს გამოვიდა და წლის ბესტსელერად იქცა.

 

“ახლა უკვე მღელვარებით ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. გჯეროდეთ და ბევრი იმუშავეთ და თქვენი ოცნებები ახდება“, - ასეთი ტექსტი დაწერა სკანდალებით ცნობილმა ლედი გაგამ თავის ბლოგში ამ ალბომთან დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია, რომ გაყიდვებით მეორე ადგილზე გავიდა ემინემის “Recovery“, რომელიც გაყიდვაში ივნისში ჩაეშვა და ნახევარი წლის განმავლობაში 5,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

 

მესამე ადგილი კი 16 წლის ახლადგავარსკვლავებულმა პოპ–მომღერალმა  – ჯასტინ ბიბერმა დაიკავა. არსებული ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში მან 5,6 “My World“ და “My World 2.0“ მილიონი ეგზემპლარი გაყიდა.