რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ზებგერითი იარაღის გამოყენების შესახებ პირველად განაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ზებგერითი იარაღის გამოყენების შესახებ პირველად განაცხადა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“გამოიყენეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, ომის დაწყების შემდეგ ეს ამ რაკეტის გამოყენების პირველი ფაქტია. კონაშენკოვის თქმით, 18 მარტს ზებგერითი რაკეტებით ივანო-ფრანკოვსკის ოლქში უკრაინის არმიის მიწისქვეშა საწყობი გაანადგურეს.