იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, მზად არიან, რომ მარიუპოლის თეატრი აღადგინონ. მისი თქმით, ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის.
"იტალია მზადაა, რომ მარიუპოლის თეატრი აღადგინოს. მინისტრთა კაბინეტი დასთანხმდა ჩემს წინადადებას, რომ შევთავაზოთ უკრაინას რესურსი და საშუალება მისი აღდგენისთვის, რაც შეიძლება სწრაფად. ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის", — წერს ის.
16 მარტს მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. BBC-იმ მარიუპოლის მერის მოადგილეზე დაყრდნობით დაწერა, რომ შენობაში 1000-დან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.