BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში ომს ამ დროისთვის 112 ბავშვი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში ომს ამ დროისთვის 112 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ​ჩერნიგოვში ნანგრევებიდან მაშველებმა ორი მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილები 7 წლის ტყუპები არიან. ამასთან, ნაღმის აფეთქებას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ნიკოლაევსკის ოლქშიც.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.