ემანუელ მაკრონი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნატოსთვის ელექტროშოკი იყო

ემანუელ მაკრონი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნატოსთვის ელექტროშოკი იყო

რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნატოსთვის ელექტროშოკი იყო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტმა ახალი სტრატეგიული სიცხადე შეიტანა ნატოსთვის იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაკლი არსებობს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნანობდა თუ არა მის მიერ 2 წლის წინ გაკეთებულ შეფასებას, როდესაც მან ნატოს „ტვინით მკვდარი“ უწოდა, მაკრონმა განმარტა, რომ 2019 წელს რეალობა, როდესაც მან აღნიშნული განცხადება გააკეთა, დღევანდელობისგან განსხვავდებოდა. პრეზიდენტის თქმით, ალიანსი შეუცვლელია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან გასამკლავებლად.