უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ევროპარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ უნდა აღიარონ.
„მივმართავ ევროპარლამენტის ყველა წევრს, აღიარონ, რომ პუტინი ომის დამნაშავეა”, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვიდეომიმართვისას.
ალექსეი რეზნიკოვმა ომის დანაშაულის ერთ-ეღთ მაგალითად მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა მოიყვანა. მისი თქმით, თეატრს 1 200 ადამიანი აფარებდა თავს, ძირითადად ბავშვები და ქალები.
16 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
კითხვაზე, მზად არისა თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა.