პრემიერი: ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ის, ევროპელ ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა

პრემიერი: ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ის, ევროპელ ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა

ვაფასებთ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და ურთიერთთანადგომის არაერთი მაგალითი გვაქვს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაგალითად 2008 წლის აგვისტოში თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ვიზიტი მოიყვანა.

„ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის ბათუმში მასპინძლობს.