ოჯახური

ოჯახური

ინგრედიენტები

1/2  კგ. ღორის ხორცი

400   გრამი კარტოფილი

3   თავი საშუალო ზომის ხახვი

2   ს/კ არაჟანი ან მაიონეზი

2   ს/კ ღვინის ძმარი

60   მლ/ლ თეთრი ღვინო

50   მლ/ლ ზეთი

1   ს/კ ტომატი

1/4  ს/კ დაფქული ქინძი

4   ცალი დაფნის ფოთოლი

პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადებ

დაჭერით ღორის ხორცი საშუალო ზომის კუბებად; დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად; ხორცი და ხახვი ჩაყარეთ თასში და ხელით ამოურიეთ. დაუმატეთ არაჟანი, ტომატი, ქინძი, დაფნის ფოთლები, 10 მილიგრამი ღვინო, ძმარი, მარილი და პილპილი; კარგად აურიეთ, თასს დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 12 საათის განმავლობაში.

ბასტურმა გადაიტანეთ ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ, დაუმატეთ 50 მილიგრამი ღვინო და 30 მილიგრამი წყალი. დროგამოშვებით ურიეთ. წყალი და ღვინო დაშრობას რომ დაიწყებს, უფრო ხშირ-ხშირად ურიეთ.

კარტოფილი გათალეთ და მომცრო ზომის კუბებად დაჭერით. ცალკე ტაფაში ჩაასხით ზეთი, ტაფა რომ გაცხელდება ჩაყარეთ კარტოფილი და შეწვით მაღალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში.

ხორცის შეწვა გააგრძელეთ მანამ, სანამ წყალი და ღვინო ბოლომდე არ დაშრება. ამის შემდეგ კიდევ 3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ მაღალ ცეცლხზე და შეუწყვეტლად ურიეთ – ასე ხორცი გარედან დაიბრაწება, შიგნიდან კი რბილი იქნება.

ოჯახურიც მზად არის! ტაფითვე მიიტანეთ სუფრაზე. ხორცს გვერდიდან შემოუწყვეთ კარტოფილი და მოაყარეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი.