მიზეზი, რატომაც მილა კუნისი ყველას ეუბნებოდა, რომ რუსეთიდან იყო

მიზეზი, რატომაც მილა კუნისი ყველას ეუბნებოდა, რომ რუსეთიდან იყო

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ წარმოშობით უკრაინელიმა მსახიობმა მილა კუნისმა და მისი მეუღლემ ამერიკელმა პროდიუსერმა და მსახიობმა ეშტონ კატჩერმა უკრაინელი მოსახლეობის მხარდასაჭერად 3 მილიონ დოლარი გადარიცხეს.

“უკრაინაში განვითარებული მოვლენები დამღუპველია. ამქვეყნად ამგვარი უსამართლო თავდასხმების ადგილი არ არის. ჩვენ ვხედავთ უკრაინელი ხალხის თავგანწირვას, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთი მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ. მე და ეშტონმა გადავწყვიტეთ გავიღოთ 3 მილიონი დოლარის ღირებულების დონაცია Airbnb.org-ისა და Flexport.org-ის საშუალებით, რათა შეგროვდეს 30 მილიონი” – განაცხადა მილამ.

რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ხალხს ხშირად ეუბნებოდა, რომ არა უკრაინიდან არამედ რუსეთიდან იყო.

“როდესაც მეკითხებოდნენ საიდან ვიყავი და ვპასუხობი უკრაინიდან, ხალხი ვერ ხვდებოდა, მიწევდა ბევრის ახსნა და ეს ყველაფერი დამღლელი იყო, რუსეთი კი ყველამ იცოდა, ამიტომ, როდესაც მეკითხებოდნენ საიდან ვიყავი, ვეუბნებოდი რუსეთიდან”.