“ჯიჯიზე უშნო ვიყავი” – ბელა ჰადიდმა აღიარა, რომ ცხვირის ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა

“ჯიჯიზე უშნო ვიყავი” – ბელა ჰადიდმა აღიარა, რომ ცხვირის ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა

ბელა ჰადიდი პალესტინური წარმოშობის, ამერიკელი მულტიმილიონერის მუჰამედ ჰადიდისა და ჰოლანდიელი მოდელის იოლანდა ფოსტერის ქალიშვილია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარეს, ბავშვობაში არა მაღალი მოდის ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლონაზე, არამედ ცხენოსნობაზე ოცნებობდა. დაბალი თვითშესაფების მქონე ბელას, საკუთარი დის, ჯიჯის წარმატებული კარიერული საქმიანობა კიდე უფრო მეტად არწმუნებდა იმაში, რომ მოდელობა მისი საქმე არ იყო, სანამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Desigual-ის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მისი სადებიუტო გამოსვლა არ შედგა.

ბელა ჰადიდმა VOGUE-თან საუბრისას პლასტიკურ ოპერაციებზე გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თოთხმეტი წლის ასაკში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ახალგაზრდა მოდელი ამბობს, რომ ბავშვობაში თავი ყოველთვის ჯიჯიზე უშნო ეგონა, რაც მის თვითშეფასებაზე ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას.

“ვისურვებდი, ჩემი წინაპრების ცხვირი არ შემეცვალა. ასაკის ზრდასთან ერთად მას მივეჩვეოდი… ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ყველაფერი შევიცვალე, რადგან თინეიჯერობის ასაკში შედარებით სავსე სახე მქონდა.”

“დარწმუნებული ვარ ამჟამად ისე არ გამოვიყურები, როგორც ადრეულ ასაკში გამოვიყურებოდი, მაგრამ მე ფილერები არასდროს გამომიყენებია”.

“მე ყოველთვის ჩემს დაზე უშნო ვიყავი. შავგვრემანი გოგო, რომელიც ისეთი კარგი და კომუნიკაბელური არ იყო, როგორიც ჯიჯი. სწორედ ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ხალხს ჩემზე. სამწუხაროდ, როდესაც თინეიჯერი ხარ, ხშირად იმას იჯერებ, რასაც გეუბნებიან”.