ჰეილი ბიბერი ინსულტის სიმპტომით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჰეილი ბიბერი ინსულტის სიმპტომით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჰეილი ბიბერმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ ინსულტის სიმპტომით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიზეზად თავის ტვინში მცირე ზომის თრომბი დასახელდა, რამაც ჰაერის უკმარისობა გამოიწვია.

25 წლის მოდელმა განაცხადა, რომ სიმპტომები პირველად 10 მარტს იგრძნო, როდესა მეუღლესთან, ჯასტინ ბიბერთან ერთად საუზმობდა.

ვარსკვლავის განცხადებით ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს შესანიშნავად გრძნობს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.