გიორგი გამსახურდია: „ისე ხატიასაც, პირის გაღებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვურჩევ“ 

გიორგი გამსახურდია: „ისე ხატიასაც, პირის გაღებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვურჩევ“ 

„ეს არის ნაცბანდის რეალური სახე, კოლექტიური ხატია დეკანოიძე. ისე ხატიასაც, პირის გაღებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვურჩევ. პოლიციელი გმირია! რუსეთი ოკუპანტია!“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია.

რიკოთზე, ავტომობილების გადამზიდი პოლიციის მანქანას შეეჯახა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი დაიღუპა. ამ ტრაგედიას კი, სოციალურ ქსელში ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი, ვინმე როზეტა გამახარია შემდეგი სიტყვებით გამორხმაურა: „სულ არ მეცოდება ბიძინას პოლიციელებიი ხალხის პოლიცია არ არის ყველა დღევანდელი პოლიცია ამოჟღლეტილაა, არ შემეცოდება“.