უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელი ნაწილებიდან ავსებს რუსეთი ცოცხალი ძალის დანაკარგს

უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელი ნაწილებიდან ავსებს რუსეთი ცოცხალი ძალის დანაკარგს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში რუსეთმა სომხეთის (გიუმრის) 102-ე სამხედრო ბაზიდან 800 სამხედრო მოსამსახურე გადაანაცვლა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, წყნარი ოკეანის ფლოტიდან 1500 საზღვაო ქვეითები ბელარუსში რკინიგზით გადაიყვანეს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარებში დანაკარგის სასწრაფო წესით შესავსებად, უკრაინაში საბრძოლველად მთიანი ყარაბაღიდანაც გადაჰყავთ „სამშვიდობო“ კონტიგენტის ნაწილი.

უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, დაქირავებული „ბოევიკების“ გადაყვანა ხდება უკრაინაში სერბეთიდან და სირიიდან.