მამუკა მდინარაძე: მოსახლეობაში იარაღი დავარიგოთ და ყველამ თავის თავს მიხედოს, ეს თავისუფლება არაა, ამას ქაოსი ჰქვია - “გირჩის“ ინიციატივას პერსპექტივა არ ექნება

მამუკა მდინარაძე: მოსახლეობაში იარაღი დავარიგოთ და ყველამ თავის თავს მიხედოს, ეს თავისუფლება არაა, ამას ქაოსი ჰქვია - “გირჩის“ ინიციატივას პერსპექტივა არ ექნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უარყოფითად აფასებს „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს და აცხადებს, რომ მას "პერსპექტივა არ ექნება".

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ისეთი ნარატივის შემოტანა, რაც "შიშებს გააჩენს" , არაადეკვატურია.

„ძალიან უარყოფითად ვაფასებ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს და პრინციპში ეს ასეც მოხდა, ახლა ახალი და ისეთი ნარატივის შემოტანა, რომელიც თუნდაც დღევანდელ სიტუაციაში რაღაც შიშებს გააჩენს, ჩემი აზრით, დღეს არაადეკვატურია და ისე ზოგადადაც. არ მგონია, რომ „გირჩის“ თავისუფლების ეგიდით ნაწარმოები კამპანიები ყველა სწორი იყოს. ვუდასტურებ პატივისცემას გარკვეული მათი მოსაზრებების მიმართ, ოღონდ მხოლოდ გარკვეული და მცირედი ნაწილის, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვეთანხმები. ასე მოსახლეობაში იარაღი დავარიგოთ და ყველამ თავის თავს მიხედოს, ეს არ არის თავისუფლება, ამას ქაოსი ჰქვია. ამ ინიციატივას, რადგან ჩვენ უმრავლესობაში ვართ, პერსპექტივა არ ექნება“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს, 14 მარტის სხდომაზე, ინიცირებისთვის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" პროექტი წარედგინება, რომელიც იარაღის ტარების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ლიბერალიზებას ითვალისწინებს. საუბარია "იარაღის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს. ამის გარდა, მათ იარაღის ტარების უფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ გაუგრძელდებათ.

amo იარაღი მხოლოდ იაგოს!
3 წლის უკან