უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა და დახმარება უკრაინის მოქალაქეების მიმართ

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა და დახმარება უკრაინის მოქალაქეების მიმართ

„საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რომ უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა და დახმარება უკრაინის მოქალაქეების, რომლებსაც იძულების წესით უწევთ გაქცევა როგორც თავიანთი სამშობლოდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მათ სათანადო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს“, - განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლმა, ანდრეი კასიანოვმა.

მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეები და ქართული ბიზნესსექტორი საქართველოში, აგროვებენ თანხებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ეს არის საკვები პროდუქტები, წამლები, სამედიცინო საშუალებები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად, შეიარაღებული ძალებისათვის და ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის. ასევე დიდ მადლობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიას იმ დახმარებისთვის, რაც მან გაუწია უკრაინას. იმ თანხებით, რომელიც უკრაინის საელჩოს ანგარიშზე საქართველოში იქნა დარიცხული, საკვები პროდუქტების შეძენა მოხდა, რომელიც აუცილებლად საჭირო იყო უკრაინის მოქალაქეებისთვის, უკრაინის გმირებისთვის და ჯარისკაცებისთვის საჭირო ნივთების შეძენა მოხდა. ის ტვირთი, რომელიც ქართველი ხალხის თანხებით იყო შეძენილი უკრაინელებისთვის, უახლოეს დღეებში იქნება გადაგზავნილი უკრაინაში. საქართველოდან უკრაინაში საერთო ჯამში, 275 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი, ასევე 16 სატვირთო. საქართველოდან, ჰუმანიტარული დახმარების სახით, საერთო ჯამში 275 ტონა ჰუმანიტარული დახმარება იქნა გაგზავნილი დღესდღეობით უკრაინაში. ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებთ ქართველ ერს ამ დახმარებისათვის, უკრაინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობას“,- განაცხადა კასიანოვმა.

მან საკუთარი სიტყვა ქართულად დაასრულა. „უკრაინას გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!“, - თქვა საელჩოს წარმომადგენელმა.