ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმა "ტვიტერის" საშუალებით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის პუტინის ომი. კინგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ბავშვები და ქალები პუტინის ხელით იღუპებიან.
„ეს პუტინის ომია. ქალები და ბავშვები მისი ხელით იღუპებიან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსმა ხალხმა გაიგოს რა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციის კედელი ჩამოინგრეს", - წერს კინგი.
UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო მარტის დასაწყისში სტივენ კინგმა რუსულ გამომცემლობებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.