უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სვიატოგორის ლავრის დაბომბვაზე: ქვეყანა, რომელიც ყველგან საუბრობს თავის „განსაკუთრებულ მართლმადიდებლურ გზაზე“, ბომბებსა და რაკეტებს ყრის უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ სალოცავზე

„საინტერესოა, როგორ გაამართლებს რუსული პროპაგანდა ამ არაადამიანურ ქმედებას? იტყვის, რომ ლავრა ნაციზმის ცენტრი იყო, მღვდლები კი გადაცმული ბოევიკები? ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც ყველგან საუბრობს თავის „განსაკუთრებულ მართლმადიდებლურ გზაზე“, ბომბებსა და რაკეტებს ყრის უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ სალოცავზე!“, - ამ ტექსტით ეხმაურება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის რეგიონში სვიატოგორის ლავრის დაბომბვას.

„განმათავისუფლებლებო“, როცა ღმერთის წინაშე წარდგებით, იმასაც იტყვით, რომ ლავრაში ხალხს „სამხედრო წვრთნების“ დროს ესროლეთ? აქედანვე დაფიქრდით, რას ეტყვით ყოვლისშემძლეს, რადგან ჩვენი დამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ თქვენი მასთან შეხვედრა დააჩქარონ. ერთად გავიმარჯვოთ! ღვთის შემწეობით!“, - წერია განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლავრის დაბომბვისას ყველაზე მეტად ის შენობები დაზიანდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო შეფარებული. არიან დაჭრილები