პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს ჩამოერთვა სუპერიახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა

პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს ჩამოერთვა სუპერიახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა

იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუს ოლი­გარ­ქს, ან­დრეი მელ­ნი­ჩენ­კოს და­ახ­ლო­ე­ბით 578 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის იახ­ტა ჩა­მო­არ­თვა, - ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­მალ­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით "SY A", რო­მე­ლიც ტრი­ეს­ტის პორ­ტში იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უდი­დეს სუ­პე­რი­ახ­ტად ით­ვლე­ბა.

ან­დრეი მელ­ნი­ჩენ­კოს ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი 9 მარტს და­უ­წე­სა. ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მელ­ნი­ჩენ­კო და 36 სხვა ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მას შემ­დეგ შეხ­ვდნენ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა და­ი­წყო. შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხილ­ვა იყო.

"ის ფაქ­ტი, რომ მიწ­ვე­უ­ლი იყო ამ შეხ­ვედ­რა­ზე, აჩ­ვე­ნებს, რომ ის არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი წრის წევ­რი და მხარს უჭერს ან ახორ­ცი­ე­ლებს ქმე­დე­ბებს ან პო­ლი­ტი­კას, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის ან საფრ­თხეს უქ­მნის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ასე­ვე სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში,"- ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.