ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთი მონაწილის მაგდა კალანდაძის თქმით, როდესაც სასულიერო პირებმა და სხვა პირებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დღევანდელი აქციის გამართვას, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვიეს, პოლიციამ მათ მათ მოუწოდა სასწრაფოდ გაქცეულიყვნენ და დაეტოვებინათ ტერიტორია.
კალანდაძის თქმით, ადგილზე იყო ავტობუსები, რომლებშიც შეუშვეს ისინი და ასე მოახერხეს შემთხვევის ადგილის დატოვება.
პოლიციელების თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა მსუბუქად კორდონის გარღვევის დროს, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. თავად პოლიციელები არ დაშავებულან.
სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ დღევანდელი აქციის გამართვას, მიდიან სამების ტაძარში, სადაც პარაკლისი უნდა ჩატარდეს.