როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 42 წლის ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ემსხვერლა. გასული თვეების განმავლობაში, თავად მსახიობი აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილი ქალის ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, თუმცა ამჟამინდელ ინტერვიუში ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ჰალინას მეუღლე და ოჯახის წევრები მას ფულის გამო უჩივიან.
“იმ დღიდან, რაც ეს საშინელი ტრაგედია მოხდა, ყველა ადამიანი შეიძრა. ჩვენ ძალიან ვიტანჯებოდით და მწუხარებას განვიცდიდით. არსებობენ ბრალდებულები და მოწმეები, თუმცა როგორც ჩანს, რეალურად არ სურთ ადამიანებს იმის გარკვევა რა მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა”.
“ჩვენ არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი, რათა გავიგოთ სიმართლე.
“რატომ უნდა უჩივლო ადამიანს, თუ ზუსტად არ იცი, რომ ფულს მიიღებ? ისინი სწორედ ამას აკეთებენ.”
“მსახიობები არ არიან ვალდებულები შეამოწმონ ყველაფერი გადასაღებ მოედანზე, იარაღის შემოწმება ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა, ამისთვის არსებობდა სპეციალური ხალხი. ვიმედოვნებ, ამას დაინახავს ყველა და ადამიანის მკვლელობა მე არ დამბრალდება. ძალიან დიდ მწუხარებას განვიცდი ჰალინას და მისი ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ მჯერა, რომ სიმართლე მალე დამტკიცდება”.