50 წლის ილონ მასკი მეშვიდე შვილის მამა გახდა

50 წლის ილონ მასკი მეშვიდე შვილის მამა გახდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და ანტრეპრენერი ილონ მასკი მამა კიდევ ერთხელ გახდა. ვარსკვლავს მეშვიდე შვილი შეეძინა, თუმცა როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ის და მისი მეუღლე კლერ ელის ბუჩერი ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი წყვილისთვის მეორე საერთო შვილია. მათ პირველი შვილი სახელად Exa Dark Sideræl 2020 წლის მაისში შეეძინათ, მეორე კი ამჟამად სუროგატმა დედამ გაუჩინათ.

ილონს სულ 7 შვილი ჰყავს, მათ შორის 5 ყოფილ მეუღლესთან Justine Wilson-თან.

ილონი და კლერი ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვებზე ერთად იზრუნებენ.