ჯიჯის მსგავსად, ბელა ჰადიდიც მოდის კვირეულიდან გამომუშავებულ თანხას უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს

ჯიჯის მსგავსად, ბელა ჰადიდიც მოდის კვირეულიდან გამომუშავებულ თანხას უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს

მას შემდეგ, რაც მიკა არგანარაზმა და ჯიჯი ჰადიდმა გადაწყვიტეს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებებზე გამომუშავებული თანხები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ ფონდებში გადაერიცხათ, ინიციატივას ბელა ჰადიდიც შეუერთდა და რამდენიმე საათის წინ სოციალური მედიის საშუალებით დაადასტურა, რომ ამ სეზონზე მიღებული თანხით უკრაინელ ხალხს დაეხმარება.

“როდესაც ამ ისტორიებს ვისმენ, და ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვუყურებ, ჩემს ახლობლებს, რომლებსაც მათთან კავშირი აქვთ გული მტკივა. მათ მიიღეს ოკუპაციის ძალიან მწარე გამოცდილება”.

“ჩვენ არ შეგვიძლია მოდის კვირეულების გაკონტროლება, რადგან ყველაფერი წინასწარ მზადდება… ვუერთდები მიკას და ჯიჯის, მე მთლიანად გადავრიცხავს მოდის კვირეულებიდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებლად, რასთან ერთად აუცილებლად გავაგრძელებ პალენტინელების მხარდაჭერას”.