ირაკლი გოგავა რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი ფუნქციაა, მოემსახურონ რომელიღაც გარე ჯგუფების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შელახვის ხარჯზე

ირაკლი გოგავა რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი ფუნქციაა, მოემსახურონ რომელიღაც გარე ჯგუფების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შელახვის ხარჯზე

საქართველოში ოპოზიცია და საერთოდ, პოლიტიკური პროცესი მოშლილია, რადგან ძირითადი აქტივობები უმრავლეს შემთხვევაში ხდება სხვადასხვა გარე ძალის, მეხუთე კოლონის ჯგუფებს შორის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც აქციები ეწყობა, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიასთან ომში საქართველო როგორმე ჩაერთოს.

„მათი ფუნქციაა [რადიკალური ოპოზიცია] მოემსახურონ რომელიღაც გარე ჯგუფების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შელახვის ხარჯზე. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნიდანაა ეს შეკვეთა. ჩვენ გვახსოვს ჩრდილოეთის მიმართულებითაც თანამშრომლობდნენ ეგენი. მათი ალგორითმი ასე მუშაობს, რომ მთავარია საკუთარი ფუნქცია და როლი დაინახონ, საკუთარი სარგებელი, მათ შორის რა თქმა უნდა ფულადი და ქვეყნის ინტერესებს არაფრად აგდებენ“, - განაცხადა ირაკლი