გივი მიქანაძე: უკრაინაში მიმდინარე საომარი აგრესიის ფონზე, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა მთელს მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს

გივი მიქანაძე: უკრაინაში მიმდინარე საომარი აგრესიის ფონზე, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა მთელს მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს

ფაქტები და მტკიცებულებები მეტყველებს ერთზე - უკრაინაში მიმდინარე საომარი აგრესიის ფონზე საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია, რომლის ნაწილი ჩამოყალიბდა მეხუთე კოლონად, ცდილობს მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ამ დისკრედიტაციით ამავდროულად ისინი მთელს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შეუქმნან დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციის დღის წესრიგია, უკრაინის ტრაგედია გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის და ამით შტურმი მიიტანონ საქართველოს ხელისუფლებისა და მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ.

„​ინტერვიუებით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკრაინული არხების მეშვეობით ახორციელებენ, ცდილობენ დასავლეთის ლიდერებისთვის ხმის მიწოდებას, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება არ დგას უკრაინის ხელისუფლების გვერდით - ეს არის აბსოლუტური სიცრუე და მიზანმიმართული იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს.

საქართველოში ამერიკის ელჩისგანაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში ცივილიზებული სამყაროს პოზიციასთან, უკრაინასთან მიმართებაში და საქართველო თავისი პოლიტიკური გვერდით დგომით აჩვენებს მყარ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და უკრაინის ხალხის მიმართ. ამ ადამიანებს, აქვთ დღის წესრიგი, რომ უკრაინის ტრაგედია გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის და ამით შტურმი მიიტანონ საქართველოს ხელისუფლებისა და მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ, რის უფლებასაც არ მივცემთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ხატია დეკანოიძემ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“