პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთის მობილიზების პროცესში, აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო და კერძო სექტორი.
ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი საკვების, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება.