უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ქვეყნის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„უნგრეთის პარლამენტმა ახლახან მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ პოლარიზებული ინსტიტუციის ნაწილი, რომელმაც მიუკერძოებლობა და ნდობა დაკარგა“, - დაწერა სიიარტომ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს.