“ვფიქრობ უკრაინელ ქალებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ქვეყნისა და ხალხის დასაცავად” – ჯენიფერ ენისტონი

“ვფიქრობ უკრაინელ ქალებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ქვეყნისა და ხალხის დასაცავად” – ჯენიფერ ენისტონი

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას შეუტია და ომი გამოუცხადა, ქვეყნის აგრესიული ქმედებები მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია.

უკრაინას მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა მოდელმა, მსახიობმა, მომღერალმა თუ სპორტსმენმა გამოუცხადა, მათ შორის არის ამერიკელი ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი, რომელმაც სოციალურ მედიაში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, დონაციისთვის ბმული გააზიარა, საზოგადოებას კი უკრაინელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ უკრაინაში და მთელ მსოფლიოში არსებულ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და ხალხისთვის – როგორც ჯარისკაცები, როგორც დედები, როგორც ორგანიზატორები, როგორც ლტოლვილების მომვლელები, როგორც მომიტინგეები, როგორც ჟურნალისტები… ვფიქრობ იმ ქალებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, თქვენ წარმოუდგენლები ხართ და მთელი მსოფლიო თქვენს უკანაა. რთულია, მოვძებნოთ მხარდასაჭერი გზები, ასე რომ მე ვიყენებ ჩემს რესურსებს და გიზიარებთ ბმულებს, რომლებითაც დაეხმაროთ უკრაინელებს”.