უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა „ბლეფია“.
„ვფიქრობ, ბირთვული ომით მუქარა ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი და მეორეა, ჩაიდინო თვითმკვლელობა. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს დასასრულს ყველა მხარისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ DIE ZEIT-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პუტინის მუქარა სისუსტეს აჩვენებს.
„ბირთვული იარაღის გამოყენებით მაშინ იმუქრები, როცა სხვა არაფერი მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რუსეთმა იცის, რა კატასტროფული შედეგები მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.