თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში „დოიჩე ველეს“ პრემიის ლაურეატი გახდა

თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში „დოიჩე ველეს“ პრემიის ლაურეატი გახდა

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ „მედია განვითარების ფონდის“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატად დაასახელა.

„თამარ კინწურაშვილის მუშაობას დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს „დოიჩე ველეს“ გენერალური დირექტორი პიტერ ლიმბურგი.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ამჟამად კინწურაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ჯილდო მას 2025 წლის 7 ივლისს „დოიჩე ველეს“ მიერ ქალაქ ბონში ორგანიზებულ გლობალურ მედიაფორუმზე გადაეცემა.

მარბიელი ეგ ჯილდო ამაზე ადრე გვარამიას, სააკაშვილსდა ბოკერიას ეკუთვნოდა
ადამიანის უფლებების დაცვის ხაზით ჯილდო სააკაშვილს, მერაბიშვილს და ახალაიას ეკუთვნოდათ!(დემოკრატიის შუქურებს)
3 საათის უკან
amo "როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ამჟამად კინწურაშვილი საქართველოში არ იმყოფება". ა რ შ ე მ ო უ შ ვ ა თ!
3 საათის უკან
თომა 🤣🤣🤣🤣
2 საათის უკან