ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. რეგიონული მდივნების დანიშვნა კი პარტიის გასაძლიერებლად სჭირდებათ.
რაც შეეხება, „ლელოს“ სადაც დამკვირვებლები ტრენინგზე დაიბარეს, კომენტარს არ აკეთებენ.
„არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია [თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა] . პარტიის მშენებლობა მიდის. რა არის ამაში გაუგებარი?! პარტიას ვაშენებთ გენაცვალე, რეგიონული მდივნები ხომ უნდა ჰყავდეს პარტიას. ახალი დაფუძნებული პარტია ვართ, მოგეხსენებათ“,- აღნიშნა გვარამიამ.