როგორც ფროიდი იტყოდა...

როგორც ფროიდი იტყოდა...

დღევანდელი ქაოსი და გაურკვევლობა ქვეყნის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სრულად რომ აისახება, ამაზე ის გაუთავებელი ქილიკი, ადამიანების ერთიმეორისადმი სიძულვილით დამოკიდებულება, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, შანტაჟი თუ ბევრი კიდევ სხვა რამ მეტყველებს, რითაც მოცულია ტელევიზია, პრესა და სოციალური ქსელები.


17 მაისის „პიარი“ კი თითოეულ ზემოჩამოთვლილ სივრცეს მეტი ლაყბობისა თუ შუღლის გამოწვევის საშუალებას მისცემს. საინტერესო სხვა რამაა. ვის უნდა დაუჯეროს და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი, რომელსაც ეს არ აინტერესებს და ზოგადად წუხდება შექმნილი ვითარებით? ეს ძალიან რთული საკითხია, რაზედაც ამომწურავი პასუხი, სამწუხაროდ არ არსებობს. 


უკვე დაჩვეულნი ვართ ქადაგებებს, რომ თითქოს ჩვენ განუვითარებელი ხალხი ვართ და ევროპისგან შორს ვდგავართ ცივილურობით, ხოლო საქართველოს ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი კი სულაც განგვიმარტავს, რომ უფალი იესო ქრისტეს მოძღვრებით ჰომოსექსუალისტები ისევე უნდა ავიყვანოთ „მოყვასის“ რანგში, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი:


„ჰომოსექსუალი ისეთივე "მოყვასია", როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი და თუ ეს ასეა, ჩვენი სარწმუნოებრივი იმპერატივია მისი სიყვარული იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენთვის მიუღებელია მისი ცხოვრების წესი. ამ სიყვარულის გამო მორწმუნე ადამიანის რელიგიური მოვალეობაა დაიცვას და გამოესარჩლოს ადამიანს, რომელიც მსხვერპლია დისკრიმინაციისა, ფიზიკური და ემოციური  შეურაცხყოფისა, რათა მისი უფლებები სრულად იყოს გათანასწორებული ჰეტეროსექსუალი ადამიანების უფლებებთან. ჰომოსექსუალიც და ჰეტეროსექსუალიც ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი, ორივენი ღვთის შვილები არიან და ღმერთს ორივენი ერთნაირად უყვარს. ზოგი ვიბადებით ქალად, ზოგი კაცად, ზოგი ცაციად და ზოგი მარჯვენად, ზოგი შავკანიანად, ზოგი თეთრკანიანად, ზოგი ჰეტეროსექსუალად, ზოგი ჰომოსექსუალად, ზოგი ტრანსგენედერად. რად დავიბადებით, ამის არჩევანს ჩვენ არ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ნაკლი კი არ არის კაცობრიობისა, არამედ ნიჭია ღმერთის მიერ ნაბოძვარი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ სულმნათი შოთა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა "ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავის ფერითა".  


ჩვენ კი ვერ მივმხვდარვართ ამას, „სულმნათი შოთას“ „ვეფხისტყაოსნის“ სიღრმეებსაც კი ვერ ჩავწვდომივართ და ჩვენის კაცთმოძულეობით თურმე ვავიწროვებთ სექსუალურ უმცირესობებს, სხვა დროს (საჭიროების შემთხვევაში) კი აუცილებლად რელიგიურ უმცირესობებს და ვეწინააღმდეგებით მეჩეთების აშენებას ქვეყანაში, სადაც ერთი მეორის სიახლოვეს აღმართულია მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა და ნებისმიერი სარწმუნოების მრევლი, ერთიმეორესთან შეხმატკბილებულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ამყარებს.


შემთხვევით, თავსმოხვეული ხომ არაა, მაპატიეთ და, ეს სისულელეები? შემთხვევით, ბევრი სხვა რამ ხომ არ დარჩენიათ საფიქრალი ერის ბრძენ შვილებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით ამ სიბინძურეში უწევთ ხელების ფათური და ზედმეტი ტლიკინით ძალაუნებურად საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ სიარული?


ქვეყნად უამრავი პრობლემაა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხალხის დასაქმება, ეკონომიკის შექმნა და მრავალი სხვა. ტელეეკრანებზე  კი ვაიცნობადი სახეები ლამის ერთი თვეა 17 მაისის აქციაზე ქაქანებენ! სოციალურ ქსელებში უნიკალური სიბრძნეები იფრქვევა, რომ, თითქოს, თუკი სექსუალური უმცირესობების მიმართ „ჰეტეროგენს“ აგრესია უჩნდება, ეს მისი საკუთარი „კომპლექსების“ გამოვლინებაა. საინტერესოა, ვინც ამას წერს, არ ეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი შვილი ბანჯგვლიან რძალს მოუვლენს ოჯახში და მათი „ქორწინებაც“ იმ დროისათვის ნებადართული იქნება? დაიწყებენ ასე, მერე კი, იქნებ, მავანს ძაღლთან, კატასთან თუ ღორთან მოუნდეს ოფიციალური ურთიერთობების დამყარება?


საგულისხმოა ამონარიდი საპატრიარქოს განცხადებიდან 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით: „ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი“. 


ამიტომაც, ალბათ, სასურველია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ბევრს გაჰკივიან „ჰომოფობიის“ წინააღმდეგ, ჯერ მოძღვრისაგან აიღონ კურთხევა აქციასთან დაკავშირებით აზრთა ფრქვევაზე, ხოლო მოძღვრის არარსებობის შემთხვევაში კი წმინდა მამის - კონსტანტინოპოლის დიდი  პატრიარქის - იოანე ოქროპირის სიტყვების გათვალისწინებას:


„სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია. მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან. მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.


რას იტყვით, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისთვის მებრძოლო ქვეყნის შვილნო? მოძველებული ხომ არაა თქვენთვის მეოთხე საუკუნეში მოღვაწე წმიდა მამის სიტყვები და ვინც ასე ფიქრობთ, ზოგადად ქრისტიანობაც ხომ არ მოძველებულა თქვენთვის?


ერთი კია, რომ დღევანდელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმცირესობა, ურთულესი საქვეყნო პრობლემების ფონზე, ერთიმეორესთან მხოლოდ 17 მაისის აქციის საკითხთან დაკავშირებით ავლენს სოლიდარობას. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ხომ არ იტყოდა ამათი შემხედვარე ავსტრიელი ფსიქოლოგი (ვინძლო ამ შემთხვევაში უფრო ფსიქიატრი) ზიგმუნდ ფროიდი - ჰოდა ერთნაირი --------ები არიანო??