ივა ჭყონია: მინდა მოსახლეობას მოვუწოდო თავი შეიკავონ პანიკური შესყიდვებისგან, პანიკური შესყიდვები რეალურად გამოიწვევს დეფიციტს

ივა ჭყონია: მინდა მოსახლეობას მოვუწოდო თავი შეიკავონ პანიკური შესყიდვებისგან, პანიკური შესყიდვები რეალურად გამოიწვევს დეფიციტს

მინდა მოსახლეობას მოვუწოდო თავი შეიკავონ პანიკური შესყიდვებისგან, იმიტომ რომ ისევ თავიანთ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს დააზიანებენ, - ამის შესახებ ივა ჭყონიამ განაცხადა. საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შაქრისა და სხვა პროდუქტების მარაგი არის.

„შაქრით დატვირთული ერთი გემი დღე-დღეზე შემოვა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დღესაც კი, კომპანიებს შაქრის მარაგი აქვთ. უბრალოდ პანიკური შესყიდვები გამო, იმ რაოდენობის მიწოდება, რა მოთხოვნაც გაჩნდა ბაზარზე, შეჩერდა. რაც შეეხება ზეთს, წიწიბურას, ბურღულეულს - აბსოლუტურად ყველა პროდუქტით უზრუნველყოფილები ვართ. კომპანიებს აქვთ საკმარისი მარაგები. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ლარსზე გაჩერებული არის ასობით ავტომობილი ამინდის გაუარესების გამო, რომელიც დღე-დღეზე შემოვა. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ პანიკური შესყიდვები რეალურად გამოიწვევს დეფიციტს“, - განაცხადა ჭყონიამ.