„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ცქიტიშვილის სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. ჩხრეკას ესწრებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები, ნესტან ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი.
ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება სამართალდამცველების საგამოძიებო მოქმედებები. ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა საათზე მეტია, მიმდინარეობს.
დღეს ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ გეგუჩაძის სახლებში, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის სახლში.