შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი EPP-ის ყრილობაზე მიიწვიეს. როცა ევროპელი პოლიტიკოსები კლასის დამრიგებელივით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, გაგვცენ პასუხი - როგორ შეიძლება წამების, კორუფციის შემოქმედი ადამიანი იყოს მიწვეული ამ ყრილობაზე?

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი EPP-ის ყრილობაზე მიიწვიეს. როცა ევროპელი პოლიტიკოსები კლასის დამრიგებელივით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, გაგვცენ პასუხი - როგორ შეიძლება წამების, კორუფციის შემოქმედი ადამიანი იყოს მიწვეული ამ ყრილობაზე?

წამების, კორუფციის შემოქმედი ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბატონმა ვებერმა მიიწვია პარტიის ყრილობაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ჩვენს საზოგადოებას ამ წერილით, რომლითაც სააკაშვილი მიიწვიეს, უთხრეს, რომ მათთვის ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია მისაღებია.

„ის მძიმე სურათი, რომელიც საქართველოს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, კიდევ ერთხელ წარმოდგა ჩვენი საზოგადოების თვალში და მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ რასთან გვქონდა საქმე, რა რეჟიმს ეძახდა დემოკრატიის შუქურას ხალხი, რომელიც დღეს საყვედურს ეუბნება ჩვენს მოსახლეობას. ამ დღეებში, დღეს-ხვალ იმართება ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი და გუშინ სააკაშვილმაც გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის მიიწვიეს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე. წამების, კორუფციის შემოქმედი ადამიანი ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბატონმა ვებერმა მიიწვია პარტიის ყრილობაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პირველი ნომერი, ევროპარლამენტის არჩევნების დროს კამპანიის პირველი პირი გახლავთ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აი, ამ პარტიამ უთხრა ჩვენს საზოგადოებას ამ წერილით, რომ მისთვის ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია არის მისაღები და ასეთ ადამიანებს ხელს ჩამოართმევდა და ქალბატონი ფონ დერ ლაიენი, ბატონი ვებერი და EPP-ის სხვა წამყვანი პირები. ეს არის ზუსტად ის ფარისევლური ევროპულობა, რომელსაც ზოგიერთი ჩვენ გვაჩვენებს, როდესაც ტრიბუნიდან მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ ადამიანის უფლებებზე და თავად იხუტებენ ადამიანების წამების, ბიზნეს რეკეტის და და კორუფციის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომაც არის, რომ ქართული საზოგადოება დაბნეულია ხოლმე, როდესაც ერთი მხრივ ევროკომისიის წარმომადგენლები, მათ შორის მისი ხელმძღვანელი პრეტენზიას უყენებს ქართველ ხალხს დემოკრატიასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ თავად არიან წამხალისებლები ისეთი ფიგურებისა, როგორიც არის წამების, ბიზნესის რეკეტის და კორუფციის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, როდესაც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი კლასის დამრიგებელივით ესაუბრება ქართველ ხალხს, ამაზე გვინდა ჩვენ პასუხი - როგორ შეიძლება კრიმინალი იყოს სტუმრად მიწვეული ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე? შეგახსენებთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება არის პარტიებისა, ევროპაში ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში არიან და ამასაც ხედავს ქართული საზოგადოება და ასეთი ადამიანების სიტყვას ფასი რომ ეკარგება ქართველი ხალხის თვალში, ეს აღარ უნდა გაუკვირდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.