ლავროვი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს

ლავროვი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ თავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიაში უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს და არც უკრაინას დასხმია თავს.

„რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ თუ არა თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს. უკრაინაში უბრალოდ დადგა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთს. ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებების მიუხედავად, არავინ მოგვისმინა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ყველა ტიპის კომუნიკაციას, თუმცა იმ პირობით, რომ ეს არ ჩაანაცვლებს ბელარუსში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ფორმატს.