დმიტრო კულება: თუ სახელმწიფოს, რომელიც თავს გვესხმის, ომის გაჩერება არ უნდა, ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ

დმიტრო კულება: თუ სახელმწიფოს, რომელიც თავს გვესხმის, ომის გაჩერება არ უნდა, ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ

თუ სახელმწიფოს, რომელიც თავს გვესხმის, ომის გაჩერება არ უნდა, ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინაში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მოსაძებნად.

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ შეასრულებს რუსეთის მიერ წამოყენებულ მთხოვნებს.

„მზად ვარ გავაგრძელო ეს ჩართულობა უკრაინაში ომის დასრულების, მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ტანჯვის შეჩერებისა და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან განთავისუფლების მიზნით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.