უკრაინაში რუსეთის არმიის სატანკო პოლკის მეთაური მოკლეს

უკრაინაში რუსეთის არმიის სატანკო პოლკის მეთაური მოკლეს

კიევის ოლქში, ბროვარის რაიონში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის არმიის სატანკო პოლკის მეთაური, ანდრეი ზახაროვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, ოკუპანტები მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ იძულებულები გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ და თავდაცვაზე გადასულიყვნენ.

როგორც ცნობილი, პოლკოვნიკმა ზახაროვმა, 2016 წელს, როდესაც ის მაიორი იყო, რუსეთის პრეზიდენტისგან ორდენი მიიღო.