დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შევთანხმდით

დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შევთანხმდით

ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.

ამასთან, მისივე თქმით, სერგეი ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის პირობაც ვერ დადო.

„სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს იგივე ფორმატში შეხვდნენ.