თურქეთში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
უკრაინისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს ანტალიის ფორუმის ფარგლებში მართავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ საათნახევარს გაგრძელდება, ისინი მედიისთვის დამოუკიდებელ პრესკონფერენციებს გამართავენ.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თავშეკავებული მოლოდინი აქვს, თუმცა შეხვედრიდან მაქსიმალური შედეგის მიღებას შეეცდება. ის რუსული მხარისგან პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას მოითხოვს.