როგორც ჟურნალი ”ფიფლი” იუწყება, უახლოეს მომავალში ნატალი პორტმანის ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. მსახიობი დაქორწინებას აპირებს და, ამავე დროს, ბავშვს ელოდება.
29 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავის საქმრო ფრანგი ქორეოგრაფი ბენჟამენ მილპეა, რომელიც პორტმანმა გასულ წელს ფილმ ”შავი გედის” გადაღებებზე გაიცნო. მილპე ნიუ იორკის თეატრის ვარსკვლავია და 15 წელია დასის წამყვან მოცეკვავედ ითვლება. მანამდე ნატალი მსახიობებს გაელ გარსია ბერნალსა და ჯეიკ გილენჰოლს ხვდებოდა, მოგვიანებით კი - ფოლკ-მომღერალ დევენდრა ბანხარტს.
ფილმ ”შავ გედში” შესრულებული როლისთვის ნატალი პორტმანი უკვე გახლდათ ნომინირებული ”ოქროს გლობუსზე”. როგორც ადრე ვიუწყებოდით, მსახიობს ამ ფილმში დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდა - ძალზე მოკლე ხანში 9 კილო დაიკლო. ახლა კი, როგორც პორტმანმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, მას სურს, უბრალოდ, დედა და კარგი მეუღლე იყოს.
atb.ge